კატარი 2022 | აბუბაქარი პირველი აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მუნდიალზე ერთ თამაშში გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა #1TVSPORT
კატარი 2022 | აბუბაქარი პირველი აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მუნდიალზე ერთ თამაშში გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა #1TVSPORT

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის მატჩი კამერუნსა და სერბეთს შორის 3:3 დასრულდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კამერუნელი ვინსენტ აბუბაქარი დასახელდა.

აბუბაქარი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, როდესაც კამერუნელები 1:3-ს აგებდნენ. 30 წლის თავდამსხმელმა თავისი გუნდის ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა – 63-ე წუთზე თვითონ გაიტანა, 66-ე წუთზე კი ერიკ მაქსიმ შუპო-მოტინგს საგოლე პასი მიაწოდა.

Opta-ს ცნობით, კამერუნელი თავდამსხმელი ამ შედეგიანი ქმედებებით აფრიკული ქვეყნების ნაკრებების მოთამაშეთა შორის პირველი აღმოჩნდა, რომელმაც მუნდიალზე ერთ თამაშში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. მსგავსი სტატისტიკა 1966 წლიდან ითვლება.