კატალონიურმა და ინგლისურმა წყაროებმა დაადასტურეს მესის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შესაძლებლობა
კატალონიურმა და ინგლისურმა წყაროებმა დაადასტურეს მესის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შესაძლებლობა

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს. ამის შესახებ დაწერა „ფოქს სპორტს“-ის (Fox Sports) არგენტინელმა ჟურნალისტმა კრისტიან მარტინმა.

„მანჩესტერ სიტიში“ მესის გადასვლის ალბათობა მართლაც არსებობს. ამას ადასტურებს ჩემი წყაროები კატალონიასა და ინგლისში. გარიგების პირობებით ყველა მხარე კმაყოფილი იქნება,“ – დაწერა „ინსატგრამში“ მარტინმა.

ადრე პრესაში დაიწერა, რომ მესიმ შეაჩერა მოლაპარაკებები კონტრაქტის გაგრძელებაზე და „ბარსელონადან“ 2021 წელს წასვლას აპირებს. „ბარსას“ ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ გამოთქვა აზრი, რომ „მანჩესტერ სიტიში“ შეიძლება ისევ აღდგეს ხოსეპ გვარდიოლასა და მესის დუეტი.