კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს
კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს

კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მემარცხენე პარტია „ესქერა რეპუბლიკანა დე კატალუნია“ რეგიონულ მთავრობას უხელმძღვანელებს.

სეპარატისტულ პარტიებს ხმების 50.9 პროცენტი აქვთ. წინასწარი პროგნოზით, სეპარატისტული პარტიები კოალიციურ მთავრობას შექმნიან.

არჩევნებზე აქტივობა 53 პროცენტი იყო. კატალონიის სეპარატისტული პარტიების ხელმძღვანელები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს მოუწოდებენ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

ესპანელმა სოციალისტებმა არჩევნებში 23 პროცენტი მიიღეს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით პოზიციების მცირე გაძლიერებას ნიშნავს.