„სელტიკისა“ და დანიის ნაკრების მეკარემ, კასპერ შმეიხელმა, შესაძლოა, ვეღარ ითამაშოს ოფიციალურ მატჩებში.
39 წლის ფეხბურთელი ბოლო თვეების განმავლობაში ტკივილით თამაშობდა – მას შემდეგ, რაც გასულ წელს მარცხენა მხარი დაიზიანა დანიის ნაკრებში გამოსვლისას. მეკარემ გასულ თვეში ეს ტრავმა ევროპის ლიგაზე „შტუტგარტთან“ მატჩში გაიმიზეზა.
„მხარის არეში რამდენიმე ტრავმა მივიღე – პრაქტიკულად ყველაფერი დაზიანებულია. როგორც ჩანს, რეაბილიტაცია 10-12 თვეს დაიკავებს.
გაუგებარია, როგორი რეაგირება უნდა მქონდეს. შესაძლოა, კარიერაში ბოლო საფეხბურთო მატჩი უკვე ვითამაშე. ამის გაცნობიერება ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან დაბადების დღიდან ფეხბურთელი ვარ“, – განაცხადა შმეიხელმა გაზეთ Daily Mail-თან კომენტარში.