კასპერ რუდი როლან გაროსის მეორე ფინალისტი გახდა #1TVSPORT
კასპერ რუდი როლან გაროსის მეორე ფინალისტი გახდა #1TVSPORT

მამაკაცთა შორის როლან გაროსის 2023 წლის გათამაშების ფინალური წყვილი ცნობილია. სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ნორვეგიელი კასპერ რუდი შეხვდება.

რუდიმ ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდ ზვერევი სამ სეტში, 6:3, 6:4, 6:0 დაამარცხა და როლან გაროსის ფინალში კარიერაში მეორედ ითამაშებს. გასულ წელს მან საფრანგეთში რაფაელ ნადალთან სამ სეტში წააგო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერისთვის ჯოკოვიჩთან დაპირისპირება დიდ სლემებზე მესამე ფინალი იქნება, მას ამერიკის ღია პირველობის გადამწყვეტი შეხვედრაც წაგებული აქვს, მისი დამარცხება კარლოს ალკარასმა 2022 წელს მოახერხა.

აქამდე ჯოკოვიჩმა და რუდიმ ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ ითამაშეს. ყველა პაექრობა სერბის გამარჯვებით დასრულდა.

როლან გაროსის ფინალი კვირას, 11 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.