კასილიასმა საკუთარ მომავალზე ილაპარაკა
ესპანელმა გოლკიპერმა იკერ კასილიასმა, რომელმაც პირველ მაისს ვარჯიშის დროს მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, არც დაადასტურა და არც უარყო ხმები საკუთარი კარიერის დასრულების შესახებ.
38 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე დაწერა. კასილიასის თქმით, მისი მომავალი 14 ივნისს ექიმთან დანიშნული ვიზიტის შემდეგ გადაწყდება.
„ამ მომენტისთვის არანაირი სიახლე არ არის, გარდა იმისა, რაც ერთი თვის წინ დავწერე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ხვალ ექიმთან კონსულტაცია მაქვს. ყველას გეხვევით“, – დაწერა იკერმა ტვიტერზე.
Lo mismo que este tweet de hace un mes salvo la parte de la revisión con el Doctor. Más que nada porque la tengo mañana. Abrazo a tod@s https://t.co/or8ObuBkjP
— Iker Casillas (@IkerCasillas) 13 June 2019