კასილიასმა „პორტუში“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
კასილიასმა „პორტუში“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

„პორტუს“ მეკარე იკერ კასილიასმა გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადება დაიწყო, – წერს გაზეთი „ეიესი“ (AS). შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მაისის დასაწყისში ინფარქტი გადაიტანა, რის შემდეგაც გულზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

შეკრების პირველ დღეს, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ჯერჯერობით უცნობია, რა დატვირთვით განაახლებს ვარჯიშებს ესპანელი მეკარე.

38 წლის იკერ კასილიასი „პორტუში“ 2015 წლიდან თამაშობს. მას პორტუგალიურ კლუბში კიდევ ერთი წელი რჩება კონტრაქტის მიხედვით. „პორტუში“ განაცხადეს, რომ მზად არიან კასილიასს თანამდებობა შესთავაზონ და დატოვონ კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე.