კასილიასი ლა ლიგასა და ნაკრებში დაბრუნებაზე ალაპარაკდა
კასილიასი ლა ლიგასა და ნაკრებში დაბრუნებაზე ალაპარაკდა

„პორტუს“ მეკარე იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნებით. აგრეთვე, ესპანეთის ნაკრებში კარიერის განახლებით.

„ბედნიერი ვიყავი, როცა ესპანეთში ვთამაშობდი. დღეს, სამწუხაროდ, სხვა ჩემპიონატში ვაგრძელებ გამოსვლას. „რეალი“? მე გადავშალე ჩემი კარიერის ეს ფურცელი, თუმცა ერთხელ ვისურვებდი „ლა ლიგაში“ დაბრუნებას, ოღონდ არა „რეალში“.

ესპანეთის ნაკრები ასევე არ არის დახურული ფურცელი ჩემს კარიერაში. რამდენიმე სხვა მოთამაშისგან განსხვავებით, მე არ დამისრულებია გამოსვლა ნაკრებში“, – მოჰყავს კასილიასის სიტყვები გაზეთ „მარკას“ (Marca).