კასილიასი 2019-20 წლების სეზონში არ ითამაშებს, მაგრამ „პორტუში“ დარჩება
კასილიასი 2019-20 წლების სეზონში არ ითამაშებს, მაგრამ „პორტუში“ დარჩება

ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი, რომელმაც მაისის დასაწყისში ინფარქტი და გულზე ოპერაცია გადაიტანა, 2019-20 წლების სეზონში არ ითამაშებს. არადა, ლეგენდარული ფეხბურთელი პორტუგალიურ გუნდს შეკრებაზე გაჰყვა. როგორც „პორტუს“ პრესსამსახური წერს, 38 წლის ესპანელს გუნდის ხელმძღვანელთა შტაბში შეიყვანენ.

„ვაპირებ იმ საქმეებით დავკავდე, რომელიც განსხვავდება მოედანზე ჩვეულებრივი მოვალეობებისგან. შევეცდები გავამყარო კავშირი გუნდსა და კლუბს შორის. ველაპარაკე პრეზიდენტს ინფარქტის შემდეგ. მან მითხრა, რომ სურს ჩემი კლუბში ხილვა, რათა მოთამაშეებთან ვიყო ახლოს. შევეცდები გავაკეთო ყველაფერი თანაგუნდელების დასახმარებლად“, – თქვა კასილიასმა.

კასილიასი 2015 წლიდან თამაშობს „პორტუში“. ეს კლუბი მისთვის მეორეა კარიერაში – იკერმა 16 წელი გაატარა მადრიდის „რეალში“.