კაშიასა და კანკავას „სლოვანი“ „ლილს“ დაუზავდა #1TVSPORT
კაშიასა და კანკავას „სლოვანი“ „ლილს“ დაუზავდა #1TVSPORT

გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ატალანტას“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე ალბანელმა მცველმა, ბერატ ჯიმშიტიმ გაიტანა.

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის გამო თამაში გამოტოვა. ოთხი ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ ოთხი ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერი „ატალანტაა“ (10), ხოლო მეორეზე – „სპორტინგია“ (7).

კონფერენსლიგის ჯგუფში ბრატისლავისსლოვანმა“ „ლილს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1. ანგარიში 52-ე წუთზე ფრანგების ნახევარმცველმა, ანხელ გომესმა გახსნა. წონასწორობა მე-80 წუთზე ალეკსანდარ ჩავრიჩმა აღადგინა და სლოვაკურ გუნდს ქულა მოუტანა.

გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ჯაბა კანკავა – სათადარიგოებში და მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შეუშვეს. მე-4 ტურის შემდეგ ჯგუფში „ლილი“ (8 ქულა) ლიდერობს, „სლოვანი“ (7) მეორე პოზიციაზეა.