კაშიასა და კანკავას „სლოვანი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში გავიდა #1TVSPORT
კაშიასა და კანკავას „სლოვანი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში გავიდა #1TVSPORT

ბრატისლავის „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში ლიუბლიანის „ოლიმპიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა, თუმცა, პლეი ოფში ითამაშებს.

ამ მატჩამდე სლოვაკეთის ჩემპიონს ტურნირის 1/16-ფინალში თამაში განაღდებული ჰქონდა. ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი ფეხბურთელი იყო – გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მასპინძლების თამაშზე უარყოფითად იმოქმედა 54-ე წუთზე მეკარე ბორიანის გაძევებამ, რომლის შემდეგაც „ოლიმპიამ“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

სლოვანმა“ ჯგუფურ ეტაპზე 10 ქულა დააგროვა და A ჯგუფში მხოლოდ „ლილს“ (14) ჩამორჩა. მესამეზე „ოლიმპია“ (6) გავიდა, ხოლო ფარერების „კლაკსვიკმა“ (4) ტურნირი ბოლო ადგილზე დაასრულა.