კაშიას „სლოვანი“ კაპანაძის „დუნაისკა სტრედას“ დაუზავდა #1TVSPORT
კაშიას „სლოვანი“ კაპანაძის „დუნაისკა სტრედას“ დაუზავდა #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში გურამ კაშიას „სლოვანმა“ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.

ცოტნე კაპანაძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. გურამ კაშია კი „სლოვანის“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა, როდესაც სტუმრები 2:1-ს იგებდნენ. ანგარიში ტიგრან ბარსეგიანმა გაათანაბრა.

გასავარდნთა ჯგუფში თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ საკუთარ მოედანზე „ბანსკა ბისტრიცას“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 3:3. ქართველმა მცველმა თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

27 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 60 ქულით ლიდერია და სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მეორეადგილოსანს, ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინას“ 11 ქულით ასწრებს, ხოლო „დუნაისკა სტრედა“ (39) მეოთხე პოზიციაზეა.

გასავარდნთა ჯგუფში „მიხალოვცე“ (34) მე-7 ადგილზეა და, ფაქტობრივად, ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.