კაშიას და კანკავას „სლოვანი“ „დუნაისკა სტრედასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კაშიას და კანკავას „სლოვანი“ „დუნაისკა სტრედასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ „სლოვანის“ შემადგენლობაში ითამაშეს „დუნაისკა სტრედას“ წინააღმდეგ შეხვედრა, რომელიც მათი გუნდის მარცხით დარულდა – 3:1.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრა ბრატისლაველებმა გასვლაზე გამართეს გუნდთან, რომელიც გორის „დილამ“ კონფერენს ლიგიდან გამოაგდო. ორივე ქართველი ფეხბურთელი „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო.

„დუნაისკა სტრედამ“ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და პირველი ტაიმი 11 გურესა (11) და ჩერმაკის (30) გოლებით 2:0 მოიგო. მასპინძლებმა უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაზარდეს – თავი გავრიჩმა (57) გამოიჩინა.

„სლოვანი“ მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა და მარჩელმა (60) სხვაობა შეამცირა. გატანა 86-ე წუთზე ჯაბა კანკავასაც შეეძლო, როდესაც ბურთი გურამ კაშიამ დაუგდო, მაგრამ მცველი გადაეფარა და მასპინძლები გადაარჩინა. ამ ეპიზოდში კაშიასთან წესი დაარღვიეს და მსაჯს პენალტის დანიშნვნა შეეძლო, მაგრამ თამაში გააგრძელა.

სლოვაკეთის ჩემპიონატში გამართული მეშვიდე ტურის შემდეგ ბრატისლავას „სლოვანმა“ მხოლოდ 8 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიციაზეა.