კაშიამ „სლოვანში“ ბოლო მატჩი ჩაატარა, გაგუამ გაიტანა, კაპანაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
კაშიამ „სლოვანში“ ბოლო მატჩი ჩაატარა, გაგუამ გაიტანა, კაპანაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გაგუამ და ცოტნე კაპანაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატში თავი გამოიჩინეს და „დუნაისკა სტრედასტრნავას „სპარტაკის“ დამარცხებასა და ვიცე-ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარნენ – 3:0.

ორივე ქართველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი გოლი მე-16 წუთზე გუეიემ კაპანაძის გადაცემით გაიტანა, ხოლო შვიდ წუთში გაგუამ ანგარიში ორამდე გაზარდა. სტუმართა რიგებში ლუკა ხორხელსა და გიორგი მოისწრაფიშვილს არ უთამაშიათ.

სანდრო ნარიმანიძისჟილინა“ საშინაო არენაზე „პოდბრეზოვასთან“ ვერაფერს გახდა 0:2.

გურამ კაშიამ ბოლო შეხვედრა ჩაატარა ბრატისლავის „სლოვანში“, რომელიც შინ თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცესთან“ 0:2 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ძოწენიძე დაასახელეს – მისი თამში 8.0 ქულით შეაფასეს.

სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა, „დუნაისკა სტრედა“ – ვიცე-ჩემპიონი, ხოლო „სპარტაკმა“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.