კაშიამ ისევ გაიტანა - გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „შტუტგარტი“ დაამარცხა #1TVSPORT
გურამ კაშია საუკეთესო ფორმაშია – საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ბრატისლავის „სლოვანის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ისევე როგორც კონფერენსლიგაზე „რაიო ვალეკანოსთან“, კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „მიხალოვცესთანაც“ გაიტანა. მისმა „სლოვანმა“ 3:2 მოიგო. 38 წლის ქართველმა მცველმა 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მატჩის შემდეგ კი მისი გარჯა 8.1 ქულით შეფასდა.
გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა 90+4-ე წუთზე ვიეირას გოლით გაიმარჯვეს.