კაშიამ და ყაზაიშვილმა „მანჩესტერი იუნაიტედის“ წინააღმდეგ 0:0 ითამაშეს [ვიდეო]

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მისი მეტოქე  MLS-ის კლუბი „სან ხოსე“ იყო, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია.

ინგლისელთა წინააღმდეგ კაშია ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, ყაზაიშვილმა კი მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად და ერთი ასპროცენტიანი მომენტიც ჰქონდა – მისი დაახლოებით ხუთი მეტრიდან დარტყმული „მანჩესტერის“ მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

„მანჩესტერის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: პერეირა, ვალენსია, ბეილი, სმოლინგი, შოუ, ანდერ ერერა, გარნერი, ა. პერეირა, ჩონგი, მარსიალი, ალექსის სანჩესი.

ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე ფრე იყო აშშ-ის ტურნეში. მანამდე, ჟოზე მოურინიოს გუნდმა 1:1 ითამაშა მექსიკის „ამერიკას“ წინააღმდეგ.