კაშია „სლოვანთან“ მოლაპარაკების პროცესშია - „ვიტესთან“ კონტრაქტში მეწერა, რომ კარიერის შემდეგ სამუშაოს შემომთავაზებდნენ #1TVSPORT
კაშია „სლოვანთან“ მოლაპარაკების პროცესშია - „ვიტესთან“ კონტრაქტში მეწერა, რომ კარიერის შემდეგ სამუშაოს შემომთავაზებდნენ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელიც ბრატისლავას „სლოვანში“ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა, საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდთან კონტრაქტი კიდევ სამი თვე აკავშირებს.

„გუნდთან კონტრაქტი ჯერ არ მორჩენილა, ჯერ კიდევ სამი თვე მაკავშირებს და მოლაპარაკება შემდეგ წელზე გადავა, კლუბი ასე თუ ისე კმაყოფილია, რადგან ჩემპიონები გავხდით. ახალ ევროსეზონში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს და გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება. ამიტომ ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესში ვართ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კაშია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ისაუბრა, ორიოდე დღის წინ არნემში, თავის ყოფილი კლუბის, „ვიტესის“ თამაშს რა მიზნით დაესწრო:

„ნიდერლანდებში მეგობრების მოსანახულებლად, ახალი პრეზიდენტის და დირექტორის გასაცნობად ვიყავი. ჯერჯერობით დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ მომავალში აუცილებლად დავბრუნდები. სპორტულ დირექტორად? ამის დიდი იმედი მაქვს. ბოლო კონტრაქტში მეწერა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სამუშაოს შემომთავაზებდნენ, მაგრამ არ ვიცი, ეს პირობა არის თუ არა ისევ ძალაში“, – აცხადებს ეროვნული გუნდის კაპიტანი.

დატოვე კომენტარი