კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – გამორჩეული ფეხბურთელები ანალიტიკურმა პორტალმა SofaScore-მა შეარჩია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „დუნაისკა სტრედასთან“ 69-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „სლოვანს“ საშინაო არენაზე რთული გამარჯვების (2:1) მოპოვებაში დაეხმარა.
ანალიტიკურმა პორტალმა SofaScore-მა კაშიას 7.8 ქულა დაუწერა, რაც ცენტრალურ მცველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება გახლდათ.