კაშია ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოლებს
კაშია ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოლებს

გურამ კაშია და მისი გუნდი, არნემის „ვიტესი“ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. ეს ჰოლანდიის ერედივიზიონის ბოლოსწინა, 33-ე ტურის შემდეგ გახდა ცნობილი.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გუნდმა აუტსაიდერი ენსჰედესტვენტე“ საკუთარ არენაზე მიიღო და დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. „ვიტესის“ კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩი შეუცვლელად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ არნემელებმა მეტოქე, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ჰოლანდიურ ჩემპიონატში ამინდს ქმნიდა, ქვედა დივიზიონში დააქვეითეს.

კაშიას გუნდმა 48 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგილზეა და ბოლო ტურში, 6 მაისს, გასვლაზე, „ვილემ II“-თან დამარცხების შემთხვევაშიც, ევროპის ლიგის საგზურის მაძიებელთა პლეიოფში იბრძოლებს.

არნემელთა გარდა, ამ უფლებისთვის კიდევ სამი გუნდი ითამაშებს – „ფეიენოორდსა“ და „უტრეხტს“ ეს გარანტირებული აქვთ, ხოლო „ჰერენვენს“ ბოლო ტურში მოგება სჭირდება.