კაშია და წიტაიშვილი შესარჩევის სიმბოლურში - რჩეულები whoscored-მა დაასახელა #1TVSPORT
კაშია და წიტაიშვილი შესარჩევის სიმბოლურში - რჩეულები whoscored-მა დაასახელა #1TVSPORT

გურამ კაშია და გიორგი წიტაიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის B შესარჩევი ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ. რჩეულები საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა დაასახელა.

Whoscored-მა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო ტურში კოსოვოსთან მოგებულ შეხვედრაში საქართველოდან ყველაზე მაღალი შეფასება თორნიკე ოქრიაშვილსა და გურამ კაშიას დაუწერა – ორივეს 7,1 ქულა, ხოლო გიორგი წიტაიშვილს – 6,9 ქულა. თუმცა, საბოლოოდ, გიორგის შეფასება 7,1-მდე გაზარდეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ოქრიაშვილის ადგილზე უფრო მაღალი ქულა კოსოვოელმა ვედატ მურიქიმ (7,6) მიიღო და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონატის B შესარჩევი ჯგუფის მე-7 ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: რობინ ოლსენი (შვედეთი)

მცველები: მეგრიმ ვოივოდა (კოსოვო), მარკუს დანიელსონი (შვედეთი), გურამ კაშია (საქართველო), ლუდვიგ აუგუსტინსონი (შვედეთი)

ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი (საქართველო), კრისტოფერ ოლსონი (შვედეთი), ბერსანტ სელინა (კოსოვო), ემილ ფორსბერგი (შვედეთი)

თავდამსხმელები: ალეკსანდრ ისაკი (შვედეთი), ვედათ მურიქი (კოსოვო)

სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 6 ფეხბურთელი შვედეთის ნაკრებიდანაა, 3 – კოსოვოს მხარის ნაკრებიდან, ხოლო საქართველოდან – 2.