კაშია და კანკავა სლოვაკეთის თასის ფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
კაშია და კანკავა სლოვაკეთის თასის ფინალში ითამაშებენ #1TVSPORT

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის თასის ფინალში ითამაშებენ – ეს ნახევარფინალში ბრატისლავასსლოვანისა“ და „ტრენჩინის“ განმეორებითი მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი.

პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მასპინძელი „ტრენჩინი“ იყო და დაპირისპირება 0:0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ბრატისლავაში გაიმართა და „სლოვანმა“ მეტოქე 2:1 დაამარცხა. ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობაში ჯაბა კანკავა დააყენა, ხოლო გურამ კაშია განაცხადში არ იყო.

დიდი ალბათობით, ფინალში „სლოვანის“ მეტოქე ტრნავას „სპარტაკი“ იქნება, რომელმაც პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „სენიცა“ 3:0 დაამარცხა და ძნელი წარმოსადგენია, რომ განმეორებით მატჩში (20 აპრილს შეხვდება) უპირატესობა გაანიავოს.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ „სლოვანმა“ ვადაზე ადრე გაინაღდა სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული და დიდი შანსი აქვს, თასიც მოიპოვოს და ზედიზედ მესამედ დუბლი შეასრულოს.