კასანო - რონალდო მესის დონემდე ვერასდროს მივა
კასანო - რონალდო მესის დონემდე ვერასდროს მივა

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Sky Sports-ის დასმულ კითხვაზე – „მესი თუ რონალდო“, გულწრფელად უპასუხა: „მე არ ვუარყოფ, რომ კრისტიანო რონალდო აბსოლუტური ჩემპიონია, მაგრამ ის მესის დონემდე ვერასდროს მივა. ეს სიმართლეა და საწყენიც არაფერია.

არგენტინელს დაბადებიდან ტალანტი აქვს და მე ყოველთვის მას გამოვარჩევ და არა პორტუგალიელს. რონალდომ საკუთარი თავი შექმნა, ხოლო მესი არის: მაიკლ ჯორდანი, როჯერ ფედერერი, დიეგო მარადონა. ლეოსნაირ ფეხბურთელს ჩვენს ცხოვრებაში ვეღარ ვნახავთ“, – დაასრულა კასანომ.