კასანო ფეხბურთიდან ისევ წავიდა
კასანო ფეხბურთიდან ისევ წავიდა

აქტიურ ფეხბურთში დაბრუნებიდან მეხუთე დღეს ანტონიო კასანომ ისევ წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. კასანომ, რომელსაც კარიერის განმავლობაში „რომაში“, „რეალ მადრიდში“, „მილანსა“ და „ინტერში“ უთამაშია, ბოლო ოფიციალური მატჩები 2016 წელს „სამპდორიის“ შემადგენლობაში ჩაატარა.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, მან იტალიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ „ვირტუს ენტელაში“ დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ხუთი დღე რომ გავიდა, კვლავ მიხვდა, რომ დიდი ფეხბურთისთვის მზად აღარ იყო.

„რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ სათანადოდ ვარჯიშის მენტალიტეტი აღარ მაქვს“, – განაცხადა 36 წლის ფეხბურთელმა, – „იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშო, ეს სპორტი უნდა გიყვარდეს, ნიჭი უნდა გქონდეს და მტკიცედ მიდიოდე მიზნისკენ, მე კი ცხოვრების ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები მაქვს. ახლა ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი იწყება და საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო, რომ ფეხების გამოყენების გარეშეც შემიძლია კარგი საქმეების კეთება“.