კაროლინ ვოზნიაცკიმ შესაძლოა მალე კარიერა დაასრულოს
კაროლინ ვოზნიაცკიმ შესაძლოა მალე კარიერა დაასრულოს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის ძმამ, პატრიკმა, განაცხადა, რომ 29 წლის ჩოგბურთელმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაასრულოს კარიერა. ამათან, მან დაადასტურა, რომ კაროლინი ითამაშებს 2020 წლის დასაწყისში ოკლენდის ტურნირზე, აგრეთვე, ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც 20 იანვარს დაიწყება.

„არ ვიცი, რამდენ ტურნირში აპირებს მონაწილეობის მიღებას და მიმაჩნია, რომ მას ჯერ მოფიქრებული არ აქვს განრიგი მომავალი წლისთვის. თუმცა, მან დაადასტურა ამ ორ ტურნირში მონაწილეობა.

სასიამოვნოა, რომ მას გაუჩნდა 2020 წელს თამაშის სურვილი. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ის მალე მოისურვებს ჩოგბურთიდან წასვლას“, – განაცხადა პატრიკ ვოზნიაცკიმ Tennis World USA-სთან კომენტარში.

2019 წელს, კაროლინ ვოზნიაცკიმ ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო და მხოლოდ ერთხელ გავიდა ფინალში. ამ მომენტითვის, მას 38-ე ადგილი უჭირავს WTA-ის რეიტინგში.