კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერის იანვარში დასრულება დააანონსა
კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერის იანვარში დასრულება დააანონსა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ გამოაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაასრულებს კარიერას. 29 წლის ჩოგბურთელი პროფესიულ სპორტს მომავალი წლის იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დატოვებს.

„ვაცხადებ, რომ დავტოვებ პროფესიულ ჩოგბურთს ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ. ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩემს ჯანმრთელობას“, – დაწერა ვოზნიაცკიმ საკუთარ „ინსტაგრამში“.

2019 წელს, ვოზნიაცკიმ ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო და მხოლოდ ერთხელ გავიდა ფინალში. ამ მომენტისთვის ის 37-ე ადგილზე ქალთა კლასიფიკაციაში.