კაროლინ ვოზნიაცკიმ ჩოგბურთში დაბრუნება არ გამორიცხა
კაროლინ ვოზნიაცკიმ ჩოგბურთში დაბრუნება არ გამორიცხა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ არ გამორიცხა ჩოგბურთში დაბრუნება. 30 წლის ჩოგბურთელმა კარიერა 2020 წლის იანვარში დაასრულა.

„აშშ-ის ღია პირველობას ტელევიზორში ვუყურე და არ მიგრძვნია, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი. შესაძლოა იმის გამო, რომ კრონავირუსის პანდემიის მიზეზით, სულ სხვა გარემო იყო, თან მაყურებლები თამაშებს არ ესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, მიყვარს ჩოგბურთი, მაგრამ სავსე ტრიბუნებით. დღეს არ ვფიქრობ დაბრუნებაზე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, გაცილებით დაუჯერებელი ამბები. არასოდეს თქვა „არასოდეს“. თუმცა, დღეს მინდა მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვრო“, – აღნიშნა ვოზნიაცკიმ.

შეგახსენებთ, რომ კაროლინმა კარიერის დასრულების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 2020 წლის ავსტრალიი ღია პირველობას მესამე წრიდან გამოეთიშა. ამგვარი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა რევმატოიდული ართრიტი, რაც იწვევს ტკივილებს სახსრებში და მომეტებულ დაღლილობას.

დატოვე კომენტარი