კარმელო ენტონი შესაძლოა, „ლეიკერსში“ გადავიდეს
კარმელო ენტონი შესაძლოა, „ლეიკერსში“ გადავიდეს
ბოლოს კალათბურთის გულშემატკივრებმა კარმელო ენტონი ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრში“ ნახეს, სადაც ის ახლო მეგობრის, დვეინ ვეიდის კარიერის უკანასკნელ მატჩს დაესწრო.
„მელომ“ თავის დიდი ხნის მეგობართან შეხვედრის დასრულების შემდეგ მაისურები გაცვალა. რაც შეეხება კარმელოს სპორტულ კარიერას, მას შემდეგ, რაც „ჰიუსტონ როკეთსმა“ ენტონი გუნდიდან გაუშვა, კალათბურთელის მომავალი ბუნდოვანია.
ამერიკულ მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვეტერანი „მელო“ 2019-20 წლების სეზონზე შესაძლოა, ლებრონ ჯეიმსთან ერთად „ლეიკერსში“ ვიხილოთ. რამდენად რეალურია ეს ვერსია, ამის შესახებ საუბარი რთულია, თუმცა ლებრონის და კარმელოს ერთ გუნდში ხილვა საინტერესო უნდა გამოდგეს.