კარმელო ენტონი „პორტლენდში“ რჩება
კარმელო ენტონი „პორტლენდში“ რჩება

კარმელო ენტონის კარიერა მოიცავს მომენტებს, სადაც კალათბურთელს საერთოდ არ უმართლებდა და ზოგჯერ უგუნდოდაც დარჩენილა. ზუსტად 1 წლის წინ კარმელოს შანსი „პორტლენდმა“ მისცა, რადგან ბლეიზერსს მძიმე ფორვარდის პოზიციაზე პრობლემა შეექმნა. ამჯერად ენტონისთვის ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. კარმელომ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და ხშირ შემთხვევაში გუნდისთვის ძალიან სასარგებლო როლს ასრულებდა.

შემს ჩარანიას ცნობით, კარმელოს გარჯას უშედეგოდ არ ჩუვლია. „ბლეიზერსის“ ხელმძღვანელობას ენტონის შენარჩუნება სურს. წყაროს ცნობით, მხარეებმა პირობებზე თითქმის მოილაპარაკეს და სულ მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

გასულ სეზონზე კარმელო ენტონი „პორტლენდის“ შემადგენლობაში მატჩში საშუალოდ 15.4 ქულასა და 6.3 მოხსნას აგროვებდა. მოედანზე ვეტერანი საშუალოდ 32.8 წუთს ატარებდა. სამქულიანი დისტანციიდან ის 38.5%-იანი სიზუსტით ისროდა.