კარმელო ენტონი „პორტლენდში“ ითამაშებს

13:49, 15.11.2019

„პორტლენდის“ ლიდერები დემიენ ლილარდი და სი ჯეი მაკკალუმი დიდი ხანია იბრძვიან იმისათვის, რომ „ბლეიზერსის“ ხელმძღვანელობამ კარმელო ენტონი დაიმატოს.

როგორც ჩანს კალათბურთელების მცდელობამ გაამართლა. „ესპნ-ის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „მელო“ პორტლენდთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ კარმელო ენტონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლოს 1 წლის წინ „ჰიუსტონის“ შემადგენლობაში გამოჩნდა, სადაც მან მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი