კარმელო ენტონი ჩიკაგოში ითამაშებს
კარმელო ენტონი ჩიკაგოში ითამაშებს

კარმელო ენტონიმ ჰიუსტონში საკმაოდ მცირე ხანს დაჰყო. გარდა ამისა, ეს პატარა მონაკვეთი ვეტერანი კალათბურთელისთვის არაპროდუქტიული გამოდგა. „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნარკოვსკის მტკიცებით, მელო უკვე ჩიკაგო ბულსის წევრია.

სავარაუდოდ, 34 წლის ვეტერანი ჩიკაგოში მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვებამდე დარჩება.