„კარლსრუეს“ მწვრთნელი - ზივზივაძე „კაიზერსლაუტერნთან“ ითამაშებს #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაზე შაბათს, 24 თებერვალს „კარლსრუეს“ „კაიზერსლაუტერნთან“ შეხვედრაში დაეხმარება – ამის შესახებ გუნდის მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ გამოცემა Badische Neueste Nachrichten-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო და უახლოეს ტურში მისი თამაშის საკითხი პარასკევს, 23 თებერვალს გადაწყდებოდა – გერმანული გამოცემის ცნობით, ბუდუმ წელის ტკივილის გამო ვარჯიში ვერ დაასრულა.
კაიზერსლაუტერნში გამგზავრებამდე (სადაც „კარლსრუეს“ 1992 წლის შემდეგ არ მოუგია) აიხნერმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მოუთმენლად ველი „კაიზერსლაუტერნთან“ თამაშს, ეს მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. საკადრო კუთხით კარგი მდგომარეობაა, ჩვენს განკარგულებაში იქნებიან ბუდუ ზივზივაძე და დენის ბურნიჩი, მაგრამ რომელი ითამაშებს სასტარტო შემადგენლობაში, ჯერ არ გადაგვიწყვეტია“, – განაცხადა „კარლსრუეს“ მწვრთნელმა.