„კარლსრუეს“ ახალწვეულს მეტი სათამაშო დრო სურს - გერმანული გამოცემა ზივზივაძის დებიუტს გამოეხმაურა #1TVSPORT
„კარლსრუეს“ ახალწვეულს მეტი სათამაშო დრო სურს - გერმანული გამოცემა ზივზივაძის დებიუტს გამოეხმაურა #1TVSPORT

გერმანული გამოცემა BNN-ი (Badische Neueste Nachrichten) „კარლსრუეში“ ბუდუ ზივზივაძის დებიუტს გამოეხმაურა, რომელმაც მეორე ბუნდესლიგაში პირველი მატჩი როსტოკის „ჰანზასთან“ (2:0) ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შეცვლაზე შევიდა და მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, მაგრამ მთავარია, რომ ბუდუმ მუხლის მცირე ტრავმა მოირჩინა.

„„კარლსრუეს“ ახალწვეულებს, ბუდუ ზივზივაძესა და დანიელ ბროსინსკის დებიუტის შემდეგ მეტი სათამაშო დრო სურთ. ისინი ამბობენ, რომ შეუძლიათ, გუნდს უფრო დაეხმარონ. ბუდუ ზივზივაძემ და დანიელ ბროსინსკიმ სათამაშო წუთები პირველად როსტოკში, „ჰანზასთან“ მატჩში მიიღეს. თუ ამ დუეტს გუნდში მომავალი აქვს, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს“, – წერს გერმანული გამოცემა.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მარტის მატჩებისთვის ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია და უცნობია, იქნება თუ არა სიაში ზივზივაძე. 25 მარტს „ჯვაროსნები“ მონღოლეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, ხოლო 28 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებენ. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.