„კარლსრუემ“ ზივზივაძეს სანაკრებო წარმატება მიულოცა - საბერძნეთთან მატჩს მოუთმენლად ველით, წარმატებები, ბუდუ #1TVSPORT
„კარლსრუემ“ ზივზივაძეს სანაკრებო წარმატება მიულოცა - საბერძნეთთან მატჩს მოუთმენლად ველით, წარმატებები, ბუდუ #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუემ“ ევრო 2024-ის პლეი ოფში წარმატებული თამაში მიულოცა და ფინალში გამარჯვება უსურვა.

ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები „კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელის დუბლით 2:0 დაამარცხა.

„ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ორივე გოლი ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა გაიტანა.

მომავალ სამშაბათს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ფინალურ შეხვედრაში, თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება. წარმატებებს გისურვებთ, ბუდუ. „კარლსრუეში“ ამ შეხვედრას მოუთმენლად ველით“, – წერია კლუბის მიერ გამოქვეყნებულ მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს 26 მარტს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.