„კარლსრუემ“ „დიუსელდორფთან“ წააგო, ბუდუ ზივზივაძეს არ უთამაშია #1TVSPORT
„კარლსრუემ“ „დიუსელდორფთან“ წააგო, ბუდუ ზივზივაძეს არ უთამაშია #1TVSPORT

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრა ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „დიუსელდორფთან“ სტუმრად ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.

ზივზივაძე სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია. ანგარიში „კარლსრუემ“ 27-ე წუთზე კაუფმანის გოლით გახსნა. 33-ე წუთზე პეტერსონმა წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „კარლსრუე“ ისევ დაწინაურდა – 66-ე წუთზე ჰაისემ გაიტანა, მაგრამ ექვს  წუთში „დიუსელდორფის“ შემტევმა ციმერმანმა წონასწორობა მეორედ აღადგინა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე დე ვაისმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა 3:2.

30 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 39 ქულით მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.