„კარლსრუე“ „ჰანოვერთან“ დამარცხდა – ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

17:49, 12.05.2024

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში „ჰანოვერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

არცერთ გუნდს დაქვეითება აღარ ემუქრებოდა და ბუნდესლიგაში გადასვლის შანსიც გადაწურული ჰქონდა. ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ სათადარიგოებში იყო.

ანგარიში „ჰანოვერმა“ გახსნა – მასპინძლებს მე-20 წუთზე ანფრეას ვოგლსამერმა გაუტანა. „კარლსრუემ“ კი წონასწორობა შესვენებამდე ერთი წუთით ადრე პოლ ნებელის ზუსტი გასროლით აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

ზივზივაძე მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა (ყვითელი ბარათი მიიღო), ათ წუთში კი მარსელ ჰალსტენბერგმა გაიტანა და „ჰანოვერს“ გამარჯვება მოუტანა. შედეგად, სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „კარლსრუემ“ მეხუთე ადგილი (52 ქულა) შეინარჩუნა, მაგრამ „ჰანოვერი“ დაეწია.

მსგავსი