კარლსენისა და კარუანას მატჩში საყაიმო ანგარიშია
კარლსენისა და კარუანას მატჩში საყაიმო ანგარიშია

ლონდონში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის მესამე პარტია. მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა და პრეტენდენტმა ფაბიანო კარუანამ ყაიმი ითამაშეს.

თეთრი ფიგურებით ამერიკელი დიდოსტატი იყო. პარტია თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა კარლსენის მცირე უპირატესობით, თუმცა, კარუანამ შეძლო თავის დაცვა. მეტოქეები ყაიმზე 49-ე სვლაზე შეთანხმნენ.

შეგახსენებთ, რომ წინა ორი პარტიაც ყაიმით დასრულდა და მატჩში ანგარიშია – 1.5:1.5. მეოთხე პარტია სამშაბათს გაიმართება. თეთრი ფიგურებით კარლსენი ითამაშებს.

მატჩი კლასიკური ფორმატის 12 პარტიისგან შედგება. ჩემპიონი გახდება ის მოჭადრაკე, რომელიც პირველი დააგროვებს 6.5 ქულას. ფრის შემთხვევაში, დაინიშნება ტაი-ბრეიკი.