კარლსენისა და კარუანას მატჩში ისევ ფრეა

23:00, 14.11.2018

ლონდონში გაგრძელდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის. გაიმართა მეოთხე პარტია და დაფიქსირდა მეოთხე ყაიმი.

თეთრი ფიგურებით ნორვეგიელი დიდოსტატი თამაშობდა. პარტიამ თანაბარ ბრძოლაში, კარლსენის მცირე უპირატესობით ჩაიარა. საბოლოოდ, მეტოქეები 34-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმნენ.

შეგახსენებთ, რომ წინა სამი პარტიაც ყაიმით დასრულდა და მატჩში ანგარიშია – 2:2. მეოთხე პარტია ხუთშაბათს გაიმართება. თეთრი ფიგურებით კარუანა ითამაშებს.

მატჩი კლასიკური ფორმატის 12 პარტიისგან შედგება. ჩემპიონი გახდება ის მოჭადრაკე, რომელიც პირველი დააგროვებს 6.5 ქულას. ფრის შემთხვევაში, ტაი-ბრეიკი დაინიშნება.

მსგავსი