კარლოს ტევესი - „მანჩესტერ იუნაიტედში“ რომ ვიყავი, რუნიმ „ლამბორგინი“ მომცა
კარლოს ტევესი - „მანჩესტერ იუნაიტედში“ რომ ვიყავი, რუნიმ „ლამბორგინი“ მომცა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას უეინ რუნიმ მას იტალიური სპორტული ავტომობილი „ლამბორგინი“ მისცა.

ტევესი „იუნაიტედში“ 2007 წელს გადავიდა, მანამდე კი ლონდონის „ვესტ ჰემში“, ასევე არგენტინულ „ბოკა ხუნიორსსა“ და ბრაზილიურ „კორინთიანსში“ თამაშობდა.

„ლონდონში, „ვესტ ჰემში“ რომ ვიყავი, ბოლო ტურში გადავურჩით პრემიერლიგიდან გავარდნას და ის მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოვუგეთ სტუმრად. ინგლისი არგენტინას საერთოდ არ გავს. „ბოკა ხუნიორსში“ ერთხელ პენალტი გავაფუჭე და კინაღამ მომკლეს. ასეთი რამე „იუნაიტედში“ არასდროს მოხდება“, – ამბობს ტევესი. – „მანჩესტერში გუნდის ყველაზე ცუდ ფეხბურთელსაც კი „ფერარი“ ჰყავდა. მე „აუდით“ დავდიოდი, რომელიც გუნდმა იქ ჩასვლისას მომცა და ფეხბურთელები ამის გამო დამცინოდნენ. მერე რუნიმ თავის სახლში დამპატიჟა, თავის „ლამბორგინიზე“ დამსვა და მანქანა ათი დღით მათხოვა“.

ტევესმა „იუნაიტედში“ ორი სეზონი გაატარა და ორივეჯერ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ფიფას საკლუბო მსოფლიო თასი, შემდეგ კი, 2009 წელს, „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.