კარლოს ტევესი - ფეხბურთელებს შეგვიძლია, ერთი წელი უხელფასოდ ვიცხოვროთ
კარლოს ტევესი - ფეხბურთელებს შეგვიძლია, ერთი წელი უხელფასოდ ვიცხოვროთ

„ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების ხელფასების შემცირება ან დროებით შეწყვეტა მათთვის რთული გადასატანი არ იქნება.

„ფეხბურთელს შეუძლია, რომ უხელფასოდ ნახევარი ან სულაც ერთი წელი იცხოვროს, – ციტირებს ტევესის სიტყვებს America TV. –  ჩვენ არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უამრავი ადამიანია. მათ შვილების რჩენა და ყოველდღიურად, დილის ექვსი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე მუშაობა უწევთ.

ჩვენ სხვა მდგომარეობა გვაქვს. ჩემთვის ადვილია სახლში ყოფნა და ლაპარაკი, როცა ვიცი, რომ ჩემს შვილებს არ მოშივდებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს სასოწარკვეთილი ხალხი, რომლებიც უსახსროდ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან“.