კარლოს ალკარასს როლან გაროსის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

19:24, 21.04.2026
MADRID, SPAIN - APRIL 20: Spanish tennis player Carlos Alcaraz winner of Laureus World Sportsman of the Year attends the Awards Press Conference at the Laureus World Sports Awards Madrid 2026 on April 20, 2026 in Madrid, Spain. (Photo by Carlos Alvarez/Getty Images for Laureus)

„დიდი სლემის“ ტურნირების შვიდგზის ჩემპიონმა, კარლოს ალკარასმა ილაპარაკა იმის შესახებ, ითამაშებს თუ არა მოახლოებულ როლან გაროსზე, რომელიც 24 მაისიდან 7 ივნისამდე გაიმართება.

ესპანელმა ამ ტურნირზე შარშან მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას, მაგრამ მაჯის ტრავმის გამო მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ვნახოთ, რა მოხდება. გამოკვლევის შემდეგი ეტაპი გადამწყვეტი იქნება, ამიტომაც ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გამოჯანმრთელების პროცესმა კარგად ჩაიაროს. ახლა მოთმინება გვმართებს. რამდენიმე დღის შემდეგ იქნება ახალი გამოკვლევა და გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია ტრავმა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდეგ. მანამდე კი ვცდილობ, შევინარჩუნო პოზიტიური განწყობა, თუმცა ეს დღეები იწელება“, – განაცხადა ალკარასმა Teledeporte-ის ეთერში.

მსგავსი