ესპანელმა კარლოს ალკარასმა ATP როტერდამის 500-ქულიანი ტურნირი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინო სამ სეტში, 6-4, 3-6, 6-2 დაამარცხა.
დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის გამარჯვებულმა სეზონი არადამეჯერებლად დაიწყო. ალკარასს ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში მოუგო.
მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომრისთვის ოქტომბრის შემდეგ ეს პირველი ტიტული იყო, მაშინ ალკარასმა პეკინის ღია პირველობა მოიგო. კარიერაში კი ესპანელმა მე-17 ტურნირის ფინალში გაიმარჯვა და ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელსაც ტიტული ყველა საფარზე აქვს მოპოვებული.