„დიდი სლემის“ ტურნირების შვიდგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მეორე ჩოგანი კარლოს ალკარასი „წლის სპორტსმენი“ გახდა საერთაშორისო პრემიის, Laureus World Sports Awards-ის ვერსიით. დაჯილდოვების ცერემონია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა.
ესპანელ ჩოგბურთელთან ერთად, ამ პრიზისთვის იბრძოდნენ:
იანიკ სინერი (ჩოგბურთი, იტალია)
უსმან დემბელე (ფეხბურთი, საფრანგეთი)
არმან დუპლანტისი (მძლეოსნობა, შვედეთი)
მარკ მარკესი (მოტორბოლა, ესპანეთი)
ტადეი პოგაჩარი (ველოსპორტი, სლოვენია)
Laureus Awards-ის პრემიის ქანდაკება შემუშავებული და დამზადებულია ბრენდ Cartier-ს მიერ. ალკარასმა პრიზი ფეხბურთის ლეგენდებისგან – იკერ კასილიასისგან და ლუიშ ფიგუსგან მიიღო.
რეგლამენტის თანახმად, Laureus-ის ნომინანტების სიას ადგენენ 70 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტული გამოცემის ხმის მიცემის შედეგად. ამის შემდეგ, Laureus-ის სპორტული აკადემია ნომინანტთა სიებიდან გამარჯვებულებს ირჩევს.