კარლოს ალკარასი და სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობაზე შერეულ წყვილებს შორის ითამაშებენ #1TVSPORT

14:59, 22.08.2026

„დიდი სლემის“ ტურნირების შვიდგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მეორე ნომერი კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის შერეულ წყვილთა თანრიგში ითამაშებს. მისი პარტნიორი ლეგენდარული ამერიკელი სერენა უილიამსი იქნება, რომელიც „დიდი სლემის“ ჩემპიონატების 23-გზის ტრიუმფატორია, – ეს ინფორმაცია ტურნირის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ორი ჩემპიონი. ერთი გუნდი“, – წერია აშშ-ის ღიას ოფიციალურ გვერდზე ალკარასისა და უილიამსის ფოტოკოლაჟის ქვემოთ.

აშშ-ის ღია პირველობაზე, შერეულ წყვილთა თანრიგში რამდენიმე წამყვანი ჩოგბურთელი ითამაშებს, მაგალითად, კიდევ ერთ ვარსკვლავურ წყვილს შეადგენენ არინა საბალენკა და ნოვაკ ჯოკოვიჩი.

მსგავსი