კარლო ანჩელოტის ვაჟმა შეიძლება „რეალი“ ჩაიბაროს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ვაჟი დავიდე ანჩელოტი, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი გახდეს, – წერს გამოცემა Sport.es.
წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ უმცროსი ანჩელოტის წასვლა ბრაზილიური „ბოტაფოგოდან“ შეიძლება უკავშირდებოდეს „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩაბი ალონსოს შესაძლო განთავისუფლებას.
დავიდე ანჩელოტიმ „ბოტაფოგო“ 18 დეკემბერს დატოვა. მასთან ერთად, ბრაზილიური კლუბიდან წავიდნენ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ლუკა გერა, აგრეთვე მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები – ლუის ტევენეტი და ენდრიუ მანგანი.