ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ვაჟი დავიდე ანჩელოტი თანახმაა „ბოტაფოგოს“ დამრიგებელი გახდეს. ამის შესახებ წერს გაზეთი O’globo.
საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, უმცროსი ანჩელოტისთვის ეს იქნება კარიერაში პირველი დამოუკიდებელი სამუშაო მთავარი მწვრთნელის რანგში. ბოლო წლებია დავიდე ანჩელოტი მამის თანაშემწე იყო მადრიდის „რეალში“.
ამჟამად მამა-შვილის თანამშრომლობა ბრაზილიის ნაკრებში გრძელდება, თუმცა დავიდე ანჩელოტის არ აქვს კონტრაქტი ქვეყნის საფეხბურთო კონფედერაციასთან.