კარლო ანჩელოტის შეთანხმება ბრაზილიის ნაკრებთან ჩაშლის პირასაა #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი, შესაძლოა, ვერ ჩაუდგეს სათავეში ბრაზილიის ნაკრებს „რეალის“ გამო. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიას ივნისის დასაწყისში შეუერთდებოდა.
გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, „რეალი“ არ აპირებს მწვრთნელის გაშვებას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ, რომელიც ივნის-ივლისში გაიმართება. ეს კი ეწინააღმდეგება ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის გეგმას, რომელსაც სურს, რომ ანჩელოტიმ უკვე ივნისის მატჩებში უხელმძღვანელოს ეროვნულ გუნდს.
„რეალში“ უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ ანჩელოტის ლონდონში მოლაპარაკებები ჰქონდა ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციასთან. იტალიელი მოელაპარაკა ბრაზილიურ მხარეს კონტრაქტზე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე გახანგრძლივების შესაძლებლობით. თუმცა ოფიციალურად ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
მადრიდულ კლუბში მოლოდინის პოზიცია აირჩიეს და გააფრთხილეს სანტიაგო სოლარი, რომ, სეზონის შემდეგ ანჩელოტის წასვლის შემთხვევაში, დროებით მან უნდა უხელმძღვანელოს გუნდს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის შემდეგ „რეალში“ სამუშაოდ ჩაბი ალონსო მივა.
რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, ის შეიძლება ჟორჟე ჟესუსის კანდიდატურაზე გადაერთოს.