კარლო ანჩელოტის საქმის პროკურორმა იტალიელი სპეციალისტისთვის 4-წლიანი პატიმრობა მოითხოვა #1TVSPORT
კარლო ანჩელოტის საქმის პროკურორმა იტალიელი სპეციალისტისთვის 4-წლიანი პატიმრობა მოითხოვა #1TVSPORT

ესპანეთის პროკურატურამ ისევ მოითხოვა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელისთვის კარლო ანჩელოტისთვის ოთხწლიანი პატიმრობა.

უფრო ადრე, პროკურატურის მოთხოვნა იყო 4 წელი და 9 თვე პატიმრობა იტალიელი სპეციალისტისთვის ფინანსური თაღლითობის გამო.

ანჩელოტის საერთო ვალმა ესპანეთის საგადასახადო სამსახურების მიმართ 1 217 958 ევრო შეადგინა. გარდა ამისა, მას გამოეწერა ფულადი ჯარიმა 243 593 ევროს ოდენობით, რასაც დაერიცხა პრიცენტი, რომელიც 47 298 ევროს უტოლდება.

ანჩელოტის ბრალად ედება ფინანსური დარღვევები, რომელიც 2014-15 წლებით თარიღდება. გამამტყუნებელ დასკვნაში წერია, რომ ჯარიმის საერთო ოდენობა, რომელიც იტალიელს უნდა დაეკისროს, 3 186 237 ევროს შეადგენს.

ხუთშაბათს პროკურორმა დაადასტურა მოთხოვნა აღნიშნულ საპატიმრო ვადაზე და ფულად ჯარიმაზე.

ანჩელოტის ადვოკატმა საპასუხო განცხადებაში თავისი კლიენტის გამართლება მოითხოვა. დაცვის მხარის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ მწვრთნელი არ პირებდა ხაზინის მოტყუებას და აკეთებდა იმას, რასაც „რეალი“ და მისი მრჩევლები ეუბნებოდნენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ადვოკატი ითხოვს, რომ გათვალისწინებული იყოს შემარბილებელი გარემოებები, მათ შორის ვალის დაფარვა 2021 წელს.