კარლო ანჩელოტის „რეალიდან“ სეზონის ბოლომდე არ დაითხოვენ #1TVSPORT
კარლო ანჩელოტის „რეალიდან“ სეზონის ბოლომდე არ დაითხოვენ #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას არ დაუკარგავს ნდობა მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მიმართ, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად. ამის შესახებ წერს გამოცემა The Athletic-ი.

წყაროს ცნობით, „რეალში“ გაკვირვებულნი დარჩნენ იმით, რომ კატალონელებთან წაგებამ ეჭვი გააჩინა ანჩელოტის მომავალთან დაკავშირებით. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობაში მიაჩნიათ, რომ იტალიელი სპეციალისტის მუშაობის შეფასება მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი, ამ მომენტისთვის კი ანჩელოტის შეცვლა არ იგეგმება.