კარლო ანჩელოტის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელი უკვე შერჩეული ჰყავს, ვაკანტურია 8 ადგილი #1TVSPORT

08:37, 28.02.2026

ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის შერჩეული ჰყავს 18 ფეხბურთელი, რომლებსაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე წაიყვანს. სიაში არ ჩანს „სანტოსის“ ფორვარდი ნეიმარი. ინფორმაცია ბრაზილიურმა ESPN-მა გაავრცელა.

ანჩელოტის სია ასე გამოიყურება:

მეკარე – ალისონი (ლივერპული, ინგლისი);

მცველები – მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), ალექს სანდრო (ფლამენგო), დუგლას სანტოსი (ზენიტი);

ნახევარმცველები – კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ანდრეი სანტოსი (ჩელსი, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ფლამენგო), ლუის ენრიკე (ზენიტი);

ფორვარდები – მატეუშ კუნია (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), ჟოაო პედრო (ჩელსი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი), ესტევაო (ჩელსი, ინგლისი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი, ინგლისი).

მსგავსი