კარლო ანჩელოტიმ თავის კარიერაში ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT
კარლო ანჩელოტიმ თავის კარიერაში ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაასახელა საუკეთესო მოთამაშეების ხუთეული, რომლებთანაც სამწვრთნელო კარიერისას მოუწია მუშაობა.

„საუკეთესო ფეხბურთელები, რომელიც ოდესმე გამიწვრთნია? დავასახელებდი რონალდო ნაზარიოს, კრიშტიანო რონალდოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ქარიმ ბენზემასა და ვინისიუსს“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები ინტერნეტ-პორტალ Give me Sport-ს.

იტალიელი სპეციალისტი „რეალს“ 2021 წლის ივლისიდან უდგას სათავეში.